ტერმინი "ინფორმატიკა" გაჩნდა XX საუკუნის სამოციან წლებში საფრანგეთში, რათა გამოეყოთ ცოდნა დაკავშირებული ინფორმაციის ავტომატურ დამუშავებაზე, რომელიც ხდებოდა ელექტრონულ გამომთვლელი მანქანების დახმარებით.
ინფორმატიკა––არის ცოდნა სამეცნიერო და გამოყენებითი სფეროებში, რომელიც შეისწავლის კანონებს, მეთოდებსა და საშუალებებს, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის შესახებ, კომპიუტერული და სხვა აღჭურვილობის მეშვეობით.
ინფორმატიკა სწავლობს; საინფორმაციო სისტემების თვისებებს, სტრუქტურასა და ფუნქციებს , ასევე როგორ ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, ორგანიზება, შემნახვა, გადაცემა და ტრანსფორმირება. თანამედროვე საინფორმაციო სისტემების უმეტესი ნაწილი ავტომატიზირებულია.
ინფორმატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული კიბერნეტიკასთან, მაგრამ არაა მისი იდენტური. კიბერნეტიკა სწავლობს ზოგად ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში არსებულ მართვის პროცესების კომპლექსურ სისტემებს, კომპიუტერის არსებობის მიუხედავად. ინფორმატიკა კი წავლობს მხოლოდ კონკრეტულ საინფორმაციო სისტემაების ზოგად თვისებებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий