ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული მასალები დაეხმარება პედაგოგებს თავიანთი პროფესიული მიზნების განხორციელებაში და არა მარტო მათ, დაინტერესებული მკითხველი მრავალ საინტერესო მასალას აღმოაჩენს ჩვენთან
ტერმინთა განმარტება
აკომოდაცია _ განვითარების პროცესი, რომლის დროს გარემოს ზეგავლენით
ხდება ადამიანის ქცევის შეცვლა.
ანალოგიური რეაქციის კანონი _ თორნდაიკის კანონი, რომლის მიხედვით
როცა ადამიანი ხვდება ახალ სიტუაციაში, პირველ რიგში მიმართავს
იმ ქცევას, რომელსაც მიმართავდა მსგავს სიტუაციაში.
აქტიური მოსმენა _ პროცესი, რომელიც ნიშნავს არა მხოლოდ ინფორმაციის
გაგებას, არამედ იმის გაგებასაც, თუ როგორ და რა ემოციით ამბობს
ინფორმაციას ადამიანი.
არავერბალური კომუნიკაცია _ კომუნიკაცია სიტყვების გარეშე, ფიზიკური
მახასიათებლებითა და ქცევით.
აღქმის აუდიალური სტილი _ აღქმის სტილი, როდესაც ადამიანს უადვილდება
ახალი ინფორმაციის მიღება აუდიალარული სახით (როდესაც მასალას
ისმენს) – საუბრებით, დისკუსიით, დიალოგებით.
აღქმის კინესთეტიკური სტილი _ აღქმის სტილი როდესაც ადამიანს უადვილდება
ახალი ინფორმაციის მიღება შეხების გზით, როდესაც რაიმეს
აკეთებს, ჭრის, აგებს, აწყობს ან ასრულებს როლს.
აღქმის ვიზუალური სტილი _ აღქმის სტილი, როდესაც ადამიანს უადვილდება
ახალი ინფორმაციის მიღება ვიზუალური სახით (როდესაც ხედავს) _
სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით.
ასიმილაცია – განვითარების პროცესი, რომლის დროს ბავშვი თავისი გამოცდილების
შესაბამისად აგრძელებს ქცევას.
ასოციაციური დასწავლა – დასწავლის უმარტივესი ფორმა, როდესაც წარსული
გამოცდილების გავლენით ერთი მოვლენა ასიციაციურად, გაუცნობიერებად,
უკავშირდება მეორეს.
ბიჰევიორიზმი – ქცევათმეცნიერება, რომელიც სწავლის პროცესში ადამიანის
ქცევაში ცვლილებას შეისწავლის.
განდევნა _ ადამიანისათვის უსიამოვნო, მატრამვირებელი მოგონებებისა და
მოვლენების დავიწყება.
განპირობება _ დასწავლის ტიპი, როდესაც კავშირი მყარდება სტიმულსა და
რეაქციას შორის.
განწყობის, ანუ დამოკიდებულების კანონი _ თორდაიკის კანონი, რომლის
მიხედვით ადამიანი იქცევა მისი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და
ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების გათვალისწინებით.
გარეგანი მოტივაცია _ მოტივაციის ტიპი, როდესაც ადამიანი ძირითადად საქმისწავლებისა
და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში
ანობს გარეგანი ჯილდოს მისაღებად: შექება, ფულადი ჯილდო, სერ-
თიფიკატი და ა.შ.
დამახინჯება _ დავიწყების ფორმა, როდესაც ინფორმაცი არ არის გამქრალი
მეხსიერებიდან, თუმცა შეიძლება დამახინჯდეს ან აირიოს სხვა მოგონებებთან.
დახურული შეკითხვა – შეკითხვის ტიპი, რომლის პასუხები წინასწარ განსაზ-
ღვრულია.
დომინანტური ელემენტების კანონი _ თორდაიკის კანონი, რომლის მიხედვით
პრობლემურ სიტუაციაში ორგანიზმი რეაგირებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან
(დომინანტურ) ელემენტებზე.
ეფექტის კანონი _ თორდაიკის კანონი, რომლის მიხედვით ხდება იმ ქცევის
გამეორება, დასწავლა, რომელსაც თან ახლავს `კმაყოფილების მდგომარეობა~.
ვერბალური კომუნიკაცია – კომუნიკაცია სიტყვების გამოყენებით.
ვიზუალური სტილი – აღქმის სტილი, როდესაც ადამიანს უადვილდება ახალი
ინფორმაციის ვიზუალური სახით მიღება _ სურათებით, დიაგრამებით,
ცხრილებით და ა.შ.
ინფორმაციის წყარო – კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციის გამცემი
მხარე.
ინფორმაციული მოდელი – კოგნიტური თეორია, რომელიც ადამიანის შემეცნებით
პროცესებს კომპიუტერის ფუნქციონირებას ადარებს.
კლასიკური განპირობებულობა _ დასწავლის ტიპი, რომლის დროს თავდაპირველად
ნეიტრალური სტიმული ავტომატურად რეაქციის გამომწვევ
სტიმულთან დაწყვილების შემდეგ ორგანიზმის ანალოგიურ რეაქციას
იწვევს.
კოგნიცია _ შემეცნება, ინფორმაციის გადამუშავების ოპერაციათა ნაირსახეობა.
კოგნიტივიზმი _ მიდგომაა, რომელიც შემეცნებისათვის საჭირო პროცესებს აღქმას,
მეხსიერებას, ყურადღებას, აზროვნებას შეისწავლის.
კოგნიტური თეორია – სწავლის თეორია, რომელიც სწავლის პროცესში კოგნიტური
პროცესების გავლენას შეისწავლის.
კომუნიკაცია _ ადამიანებს შორის ურთერთობის პროცესი, რომლის მიზანია
ინფორმაციის გადაცემა.
კონსტრუქტივიზმი – მიდგომა, რომელიც სწავლის პროცესში აქცენტს აკე-
თებს მოსწავლეზე, სტუდენტზე და არა მასწავლებელზე.
მეტაშემეცნება _ ზრდასრული ადამიანის უნარი, აკონტროლოს საკუთარი შემეცნებითი
პროცესები.
მოდელი _ ადამიანი, რომელსაც სოციალური ქცევის დასასწავლად აკვირდებიან.
მოდელირება _ მოდელზე დაკვირვების გზით გარკვეული მოქმედებების ან ქცევის
ათვისების პროცესი.
მოტივაცია _ იმპულსი, რომელიც უბიძგებს ადამიანს გარკვეული მიზნის მისაღწევად
განახორციელოს მიზანმიმართული ქცევა.
მოტივაციის აქტივაცია _ გარე სტიმულების საშუალებით პიროვნებაზე ზეგავლენის
მოხდენა, რაც მას უბიძგებს გარკვეული ქმედებებისაკენ.
მოტორული რეპროდუქცია _ გონებაში წარმოდგენილი ქცევის მოქმედებაში
გადატანა.
მრავალი რეაქციის კანონი _ თორდაიკის კანონი, რომლის მიხედვით, როდესაც
ადამიანი გადააწყდება პრობლემას, რომლის გადასაჭრელადაც მას
არა აქვს მზა ქცევა, ის მიმართავს მრავალ განსხვავებულ ქცევას მანამ,
სანამ ერთ_ერთ მათგანს საჭირო შედეგი არ მოჰყვება.
მრავალმხრივი ინტელექტის თეორა _ თეორია, რომლის მიხედვით ადამიანს
8 სახის განსხვავებული ინტელექტი აქვს: ლინგვისტური, ლოგიკური
და მათემატიკური, სივრცითი, მუსიკალური, კინესთეტიკური, ინტერპერსონალური,
ინტრაპერსონალური, ნატურალისტური; როგორც წესი,
ადამიანს ერთი მათგანი ყველაზე განვითარებული (დომინანტური)
აქვს.
მზაობის კანონი _ თორდაიკის კანონი, რომლის მიხედვით ნებისმიერი რეაქციის
დასწავლა არდასწავლა ადამიანის მზაობაზეა დამოკიდებული.
ნეგატიური დასჯა _ პოზიტიური სტიმულის მოშორება არასასურველი ქცევის
შემდეგ.
ნეგატიური განმტკიცება _ განმტკიცება, რომელიც არასასიამოვნო სტიმულის
მოცილებას გულისხმობს.
ოპერანტული განპირობება _ დასწავლის ტიპი, რომლის დროს ქცევის განმეორება
ანუ დასწავლა დამოკიდებულია ქცევის შედეგზე.
პედაგოგიური მიზანი _ გეგმა მოსწალის მოსალოდნელ მიღწევების შესახებ
(გაკვეთილის, კვირის, სემესტრისა ან წლის განმავლობაში).
პოზიტიური დასჯა _ დასჯის ტიპი, როდესაც უსიამოვნო სტიმული გამოიყენება
არასასურველი ქცევის აღკვეთის მიზნით.
პოზიტიური განმტკიცება_ განმტკიცება, რომელიც დადებითი სტიმულების
გაზრდას, დამატებას გულისხმობს.
პროაქტიური შეფერხება – დავიწყება, როდესაც ძველად ნასწავლი მასალა ახლად
ათვისებულის გახსენებას უშლის ხელს.
რეაქცია _ ფსიქიკური ან ორგანული პროცესი, ქცევა, რომელიც სტიმულითაა
გამოწვეული.
რეტროაქტიური შეფერხება – დავიწყება, როდესაც ახლად ნასწავლი მასალა
ძველად ათვისებულის გახსენებას უშლის ხელს.
ღია შეკითხვა _ შეკითხვის ტიპი, რომლის პასუხები წინასწარ განსაზღვრული
არ არის.
სენსორული მეხსიერება – მეხსიერების საცავი, რომელშიც შეგრძნებები ინახება:
მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური;
შინაგანი მოტივაცია _ მოტივაციის ტიპი, როდესაც ადამიანს თავად სიამოვნებს
მოქმედება გარეგანი ჯილდოს მიღებისდა მიუხედავად.
სტიმული _ ნებისმიერი გარემო ფაქტორი, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს
გრძნობის ორგანოებით.
სწავლა _ ახალი ინფორმაციის, ცოდნის, ჩვევების, დამოკიდებულებებისა და განწყობების
შეძენა.
სწავლის შედეგი – განაცხადი იმის შესახებ თუ რა იცის და რისი გაკეთება შეუ-
ძლია სტუდენტს მოცემული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ.
ტაქსონომია _ კლასიფიკაცია, რომელიც ობიექტს თუ მოვლენას აღწერს მარტივი
კატეგორიიდან რთულისაკენ.
ყურადღება – გარემოში გარკვეული სტიმულებისა და მოვლენების შემჩნევის
და სხვების უგულველყოფის უნარი.
ხანგრძლივი მეხსიერება _ მეხსიერების ტიპი, რომელიც ინფორმაციას ხანგრძლივი
დროის მანძილზე ინახავს – კვირები, თვეები, წლები.
ხანმოკლე მეხსიერება ანუ მუშა მეხსიერება_ მეხსიერების ტიპი, რომელიც
მასალას რამოდენიმე წამის განმავლობაში ინახავს.
ჰუმანისტური ფსიქოლოგია – ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც სწავლობს
ადამიანის უნიკალობასა და `მე~_ს ფორმირებას.
ჰუმანისტური თეორია _ თეორია, რომელიც სწავლის პროცესში განსაკუთრებულ
მნიშვნელობას პიროვნულ, ინდივიდუალურ განსხვავებებს ანი-
ჭებსტება
Подписаться на:
Сообщения (Atom)