ინფორმაციის გაცვლის მოცულობა მთელ მსოფლიოში განუხრელად იზრდება. შეიძლება გარკვეული პარალელების გავლება მისი ზრდის მაჩვენებლსა და მოსახლეობის პოპულაციის მაჩვენებელს შორის. როგორც ცნობილია, ყველა გლობალურ პრობლემათა შორის მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვის ზრდა მთავარ პრობლემად ითვლება. დადგენილია, რომ მათემატიკურად მოსახლეობის პოპულაცია ხარიხობრივი კანონით აღიწერება. მოსახლეობის ზრდის მათემატიკური მოდელზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ კაცობრიობის ისტორიის მთელ მანძილზე (დაახლოებით 4,4 მილიონი წელი) ადამიანთა რიცხვი, რომელიც როდესღაც ცხოვრობდა დედამიწაზე შეადგენდა დაახლოებით 100 მილიარდს. მოსახლეობის ზრდის ტემპი იზრდება იმდენად სწრაფად (ამ ეტაპზე დედამიწაზე ყოველ წამში იბადება 21 ადამიანი, კვდება 18), რომ მის დასახასიათებლად გამოყენებულ იქნა ტერმინი: დემოგრაფიული აფეთქება. თუ ქრისტეს დაბადებისას (ჩვ. წელთაღრიცხვის ათვლიდან) მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე შეადგენდა დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს, ჩვენი წელთაღრიცხვის 1000 წელს იყო 300-350 მილიონი, 1900 წელს - დაახლ 1,7 მილიარდი, 2000 წელს - 6 მილიარდი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოპტიმალური სცენარით 2150 წელს მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე მიაღწევს 11-12 მილიონ ადამიანს და მოხდება მისი სტაბილიზაცია. რა თქმა უნდა დედამიწაზე მოსახლების ზრდისას ადგილი აქვს რიგ ფაქტორებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს პოპულაციაზე. მაგალითად, შავი ჭირი - 1348 წელს, ეპიდემიები, ომები (განსაკუთრებით პირველი და მეორე მსოფლიო ომები, რომელთა დროსაც დანაკარგებმა შეადგინა 250 მილიონი კაცი). მნიშველოვანი დაავადებები, მაგალითად, შიდსი და სხვა. გარდა ამისა, გავლენას ახდენდა ისიც, რომ 40 000 წლის წინ დასავლეთის ნახევარსფერო იზოლირებული იყო ევრაზიის სივრცისაგან. გარდა ამისა, მოსახლეობის ზრდის ტემპი განვითარებად ქვეყნებში (აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სამხრეთ ამერიკა) მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, ევროპა. იაპონია). განვითარებად ქვეყნებში დემოგრაფიული გადასვლა ხორციელდება ორჯერ სწრაფად, ვიდრე ევროპა იმყოფებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და მოიცავს ადამიანთა ათჯერ მეტ რაოდენობას, ვიდრე ევროპაში. ამაში მდგომარეობს იმის საშიშროება, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში (2004 წლის მონაცემები), ჩინეთის ეკონომიკა წელიწადში იზრდებოდა 10%-ით, მაშინ როდესაც მისი მოსახლეობა რომელიც 1,2 მილიარდს აჭარბებდა 1.1% - ით მატულობდა, ხოლო, ინდოეთის მოსახლეობის (რომელმაც 2003-2004 წლებში გადალახა 1 მილიარდიანი ზღვარი) ზრდის ტემპი 1,9%-ით მატულობდა, ხოლო ეკონომიკა 6%-ით. გარკვეულ როლს მოსახლეობის პოპულიაციაში ასრულებს ხანშისესული ადამიანების პროცენტული ზრდა ახალგაზრდა ასაკის მოსახლებასთან შედარებით. არსებითია ისიც, რომ ბიოლოგიურად ყველა ადამიანი მიეკუთვნება Homo sapiens-ის ერთ სახეს, ხოლო ყველა რასას შეუძლია ერთმანეთთან შერევა და გამრავლება. ჩვენი პოპულიაციის არეალი დედამიწაზე და სხვა პლანეტებზეც შეიძლება იყოს პრაქტიკულად ამისათვის ყველა მოსახერხებელი ადგილი. თუმცა თავისი რიცხოვნებით ჩვენ მრავალჯერ ვაჭარბებთ ჩვენთან ზომებით და კვებით შესადარებელ ცხოველებს. მხოლოდ შინაური ცხოველები, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანთან ახლოს არ არიან შეზღუდულები რაოდენობით, განსხვავებით მათი ველური ნათესავებისაგან. რომელთა თითოეული სახეს დაკავებული აქვს თავისი ეკოლოგიური ნიშა. არსებობს ყველა საფუძველი ვამტკიცოთ, რომ უკანასკნელი ასეულათასობით წლის მანძილზე ადამიანი ბიოლოგიურად მცირედ შეიცვალა. მაგრამ განსაზღვრულ ეტაპზე ნეოლითური რევოლუციის შედეგად კაცობრიობა გამოიყო სხვა ბიოსფეროსაგან და შექმნა თავისი გარემო. ადამიანის მოღვაწეობამ და ბუნებაზე სულ უფრო მზარდმა ზემოქმედებამ მწვავედ დააყენა საკითხი მისი გარემოს მიმართ ზემოქმედების თაობაზე. ეს ცალკე განხილვის საგანია. მეორეს მხრივ სწორედ ნეოლითური რევოლუციის შემდეგ, ადამიანის მაღალგანვითარებული ტვინის ფენომენის გამო, რაც მას არსებითად განასხვავებს ცხოველებისაგან, მიმდინარეობს ინფორმაციის მოცულობის გაცვლის არნახული ზრდა, რომელიც შეუქცევადი პროცესია. რა თვისობრივ ცვლილებებს შესძენს ეს კაცობრიობას, როგორია ინფორმაციის ზრდის მოცულობის დინამიკა თავად დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის ტემპების მიმართ? ამ საკითხებს ჩვენ კვლავაც დავუბრუნდებით.
მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ტემპის, განვითარებად ქვეყნებსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური თანასწორობის დამყარებასთან ერთად განუხრელად იზრდება ინფორმაციის მოცულობა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ. ეს არის: სატელეფონო საუბრები, სატელევიზიო და რადიო არხები, სხვადასხვა სახის ვიდეო და აუდიო ინფორმაცია, მობილური კავშირი, ინტერნეტი, ტელემეტრიული ინფორმაცია და ა.შ. მითითებული ინფორმაციის მოცულობის ზრდის საერთო ტენდენციის მაგალითია საქართველოში გამავალი და შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკების მოცულობათა ზრდა 2005 - 2007 წლებში. საქართველოდან გამავალი საერთაშორისო ტრაფიკი 80 მლნ.წუთიდან (2005წ) 127 მლნ. წუთამდე (2007წ) გაიზარდა, ხოლო შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკი 283 მლნ.წუთიდან (2005წ) 370 მლნ.წუთამდე (2007წ). გამავალი და შემომავალი ტრაფიკები 2008 წლის განვლილი თვეების განმავლობაშიც სწრაფად იზრდებაოდა. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ტრაფიკს მისი რაოდენობა საერთაშორისი გამავალ და შემომვალ ტრაფიკებს რამოდენიმე ათეულჯერ აღემატება.
თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიურ რევოლუციას მოჰყვა მსოფლიო ცივილიზაციის ახალი ეტაპის - საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება. ასეთი საზოგადოების ფორმირების პროცესი გარკვეულ დონეზე მრავალ განვითარებულ ქვეყანაში აღინიშნება, ასევეა საქართველოშიც.
განვითარებულ ქვეყნებში საინფორმაციო საზოგადოების შექმნის ნიშნებია:
1.ინფორმაციისა და ცოდნის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ცხოვრების ყველა სფეროსათვის.
2.საინფორმაციო პროცესებისა და ურთიერთობათა გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრირება, (ამ სივრცის მიღმა პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს და იმავდროულად შეუძლებელი ხდება სოციალურად მნიშვნელოვანი და საზოგადოებრივად აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, განაწილებისა და მოხმარების, ინფორმაციის გაცვლის პროცესი. (სწორედ ამიტომ სულ უფრო და უფრო დგას დღის წესრიგში საკითხი ტექნოლოგიური თანასწორობის ანუ ე.წ. ”ციფრული თანასწორობის” შესახებ, რაც მთელს მსოფლიოში საიფორმაციო ტექნოლოგიების მიღწევებში გათანაბრებას გულისხმობს, მაგალითად, აფრიკის და აზიის რიგი ქვეყნების საიფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დონეების გათანაბრება ევროპის, აშშ-ს, იაპონიის, კორეის და სხვა განვითარებული ქვეყნების საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დონესთან - რ.ს.).
3.ახალ ტექნოლოგიურ წყობათა შექმნა და მათი დომინირება.
4.შრომის ბაზარზე მოთხოვნილების წამყვან მახასიათებლად მაღალი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითი ნიჭის გადაქცევა. (საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ერთ-ერთ ნიშნად შეიძლება მოვიყვანოთ სამუშაო ადგილების ფორმირება არა უშუალოდ საწარმოში, არამედ საცხოვრებელ სახლებში, როდესაც თანამშრომელს უშუალოდ თავის საცხოვრებელი ბინიდან ინტერნეტის საშუალებით ჩაერთოს საწარმოს პროცესში და შექმნას პროდუქტი.რ.ს.)
5.ადამიანისა და მოქალაქის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა უზრუნველყოფის, მოსახლეობის და ხელისუფლების ურთიერთქმედების ეფექტიანი სისტემების მზარდი განვითარება.
Комментариев нет:
Отправить комментарий