მოსწავლის შეფასება

შეფასება სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასება ნიშნავს
როგორც დაკვირვებას მოსწავლის მიღწევაზე, ისე დასკვნის გაკეთებას
მისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების შესახებ. შეფასება რთული
პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ცოდნის შეფასებას ეხება.
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეს და აკეთებს დასკვნებს, რამდენად კარგად
თუ ცუდად იცის მან თემა//საგანი. ამასთანავე, საგულისხმოა ის, რომ
მასწავლებელი ყველაფერს ვერც დააკვირდება და ვერც გამოიკითხავს,
ამიტომ მოსწავლის მომზადების დონეზე სწორი დასკვნის გაკეთება რომ
შეძლოს, სწორად უნდა შეარჩიოს რას, როდის და როგორ (რა მეთოდის
გამოყენებით) დააკვირდეს.
შეფასების ადეკვატური ფორმები
შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც გაკვეთილის მსვლელობისას,
ასევე დასრულების შემდეგაც.
შეფასების ძირითადი სახეებია:
თვითშეფასება:
შეგვიძლია მონაწილეებს ვთხოვოთ შეაფასონ გაკვეთილის
შედეგი, პროცესისა და მიღებული გამოცდილების მიხედვით.
ტესტირება:
იმის გაზომვა, მოხდა თუ არა მონაწილეების მიერ ტრენინგის
დროს დაგეგმილის შესწავლა. ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შეფასება
შედარებით ადვილია. გაცილებით რთულია დამოკიდებულებების ცვლილებების
გაზომვა.
დაკვირვება:
შესაძლებელია მონაწილეთა შეფასება დაკვირვების გზითაც.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
არსებობს შეფასების ორი ფორმა:
განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
განმავითარებელი შეფასება სწავლის პროცესზეა ორიენტირებული, განმსაზღვრელი
კი – შედეგზე.
განმავითარებელი შეფასება, როგორც ტერმინი მიუთითებს, მოსწავლის
განვითარებაზეა მიმართული. განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს ეხმარება
სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, ხოლო მოსწავლეს მიღწევებთან
დაკავშირებით უკუკავშირის მიღებაში.
განმავითარებელი შეფასებისას სავალდებულო არ არის ქულის დაწერა;
განმავითარებელი შეფასების ტიპიური ფორმაა მოსწავლის მიერ ჩატარებული
სამუშაოს შესრულებაზე კომენტარის გაკეთება, რომელშიც ასახული
უნდა იყოს მის მიერ სამუშაოს შესრულების დონე და რეკომენდაციები სწავლის
გაუმჯობესების მიზნით.
განმსაზღვრელი შეფასების მიზანია მოსწავლის მიღწევის ზუსტი შეფასება.
მაშინ, როდესაც განმავითარებელი შეფასება შესაძლებელია `არაფორმალური~
იყოს, განმსაზღვრელი შეფასება ყოველთვის `ფორმალურია~ და
ქულის დაწერას საჭიროებს. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება ტესტის,
პრეზენტაციის, პროექტების საფუძველზე.
ორივე ტიპის შეფასება შესაძლებელია იყოს მიმდინარე (სწავლების პროცესში
მიმდინარეობდეს) ან შემაჯამებელი (სემესტრის ან სასწავლო წლის
დასრულების შემდეგ ხდებოდეს); რეკომენდირებულია მიმდინარე შეფასების
გამოყენება შემაჯამებელ შეფასებასთან ერთად.
ორივე ტიპის შეფასება შესაძლებელია იყოს მიმდინარე (სწავლების პროცესში
მიმდინარეობდეს) ან შემაჯამებელი (სემესტრის ან სასწავლო წლის დას-
რულების შემდეგ ხდებოდეს); რეკომენდირებულია მიმდინარე შეფასების გამოყენება
შემაჯამებელ შეფასებასთან ერთად.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი სისტემატურად იყენებდეს ორივე ტიპის
შეფასებას: განმსაზღვრელს და განმავითარებელს. თუმცა, სასურველია,
რომ განმავითარებელი შეფასების წილი უფრო მეტი იყოს, ვიდრე განმსაზღვრელის.
არ არსებობს შეფასების ერთი სტანდარტული სქემა; შეფასება დამოკიდებულია მისაღწევ მიზანზე, შეფასების ობიექტზე, თუმცა მნიშვნელოვანია,
რომ ნებისმიერი შეფასება აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• სანდოობა;
• ვალიდურობა;
• სტანდარტულობა;
• პრაქტიკულობა;
• გამჭვირვალობა.
შეფასება სანდოა იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასების შედეგები ერთიდაიგივეა,
მიუხედავად იმისა, თუ ვინ როდის აფასებს მოსწავლის ცოდნასა
და უნარებს. მაგ.: შეფასება სანდო იქნება, თუ სხვადასხვა მასწავლებელი
მოსწავლეს ერთსადაიმავე პასუხს ან რაიმეს შესრულებულ დავალებას ერთნაირად
შეაფასებს ან ერთი მასწავლებელი ერთსადაიმავე პასუხს სხვადასხვა
დროს ერთნაირად შეაფასებს.
ცხადია, ძნელია აბსოლუტურად სანდო შეფასების სისტემის უზრუნველყოფა;
შეფასების სანდოობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი: სტუდენტის
განწყობები, მოტივაცია, ფიზიკურ გარემოში ცვლილებები (ტემპერატურა,
განათება), შეფასების პროცედურის ცვლილება (დრო, ინსტრუქციები,
დავალების ფორმულირება), მასწავლებლის სუბიექტური ფაქტორები; როდესაც
მასწავლებელი მოსწავლის ცოდნასა და შესრულებას აფასებს, დარწმუნებული
უნდა იყოს, რომ მასალა სწორადაა შერჩეული, მეთოდი ადეკვატურია,
სანდოობა კი მაღალი.
შეფასების მეთოდები
სწავლების პროცესში სხვადასხვა შეფასების მეთოდი გამოიყენება. შეფასების
ყველა მეთოდს საერთო მიზანი აქვს – მათი საშუალებით გროვდება
ინფორმაცია მოსწავლეების მიღწევების შესახებ და, აქედან გამომდინარე,
იგეგმება სწავლების შემდგომი ეტაპი. მეორეს მხრივ, თითოეული მათგანი
განსაზღვრულ სიტუაციაში უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა მეთოდი. განვიხილოთ
თითოეული მათგანი.

ტესტი
ტესტი ცდას, გამოცდას ნიშნავს. ის ფართოდ გამოიყენება განათლების
ყველა საფეხურზე როგორც შეფასების ერთ-ერთი ობიექტური და სწრაფი
მეთოდი.

დადებითი მხარეები:
ტესტი იძლევა შესაძლებლობას სისტემატურად ვაკონტროლოთ და
შევამოწმოთ თითოეული მოსწავლის ცოდნის დონე;
ტესტით შეგვიძლია შევაფასოთ როგორც თეორიული ცოდნა, ისე ინტელექტუალური
შესაძლებლობები და პრაქტიკული უნარები;
ტესტი უფრო ობიექტურია, ვიდრე ზეპირი გამოკითხვა, ვინაიდან
თავისუფალია პედაგოგის მხრიდან რომელიმე მოსწავლის მიმართ
სუბიექტური დამოკიდებულებიდან;
ტესტირების ჩატარება შეგვიძლია ერთდროულად დიდ შერჩევაზე,
დროში ეკონომიურია;
ტესტირების დროს ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებშია, ყველას
ერთნაირი მოთხოვნა აქვს წაყენებული.

უარყოფითი მხარეები:
ტესტი ინფორმაციას გვაძლევს არსებული ცოდნის შესახებ, მაგრამ
არ გვაძლევს სრულ სურათს ადამიანის შესაძლებლობების, პოტენციალის
შესახებ. ამიტომ კარგი იქნება ტესტის შევსება ინფორმაციის
სხვა წყაროდან: კერძოდ ზეპირი გამოკითხვის, პრეზენტაციისა
ან ქცევაზე დაკვირვების მეშვეობით.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტესტის შედეგზე
გავლენა შეიძლება მოახდინოს მოსწავლის მოტივაციამ ან მისმა
ემოციურმა მდგომარეობამ.

რეკომენდაციები:
ტესტის შედგენამდე აუცილებლად შეიმუშავეთ ტესტური პროექტი;
ტესტის სირთულე უნდა შეესატყვისებოდეს მოსწავლის ცოდნის დონეს;
ტესტის დავალებები უნდა იყოს ძალიან კონკრეტული. თუ ტესტის
მიზანი არის ხატვის უნარის შეფასება, მაშინ დავალება უნდა იყოს
რაიმეს დახატვა;
ტესტი-ესსე მიმართული უნდა იყოს აზროვნების რთული პროცესების
(ანალიზის, სინთეზისა და შინაარსის შეფასების უნარის) გამოსავლენად;
ესსე უნდა შეესატყვისებოდეს გავლილ მასალას;
ალტერნატიული მტკიცებულებების მიწოდების შემთვევაში სწორი
უნდა იყოს მხოლოდ ერთი მტკიცებულება;
მტკიცებულებები უნდა იყოს მოკლედ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
სასურველია ტესტის შეკითხვა არ იყოს მტკიცებულების ფორმით
ჩამოყალიბებული, ეს ართულებს სწორი პასუხის შერჩევას;
ალტერნატიული მტკიცებულებების შემთხვევაში არასწორი პასუხები
ერთნაირად უნდა ჰგავდეს სწორ პასუხს;
აუცილებელია ტესტირების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად სწორი
და არასწორი პასუხების გარჩევა;
თუ ტესტი ბევრი დავალებისაგან შედგება, მის დასაწერად დიდი დრო
უნდა იყოს გამოყოფილი;
მოსწავლეებს წერის დაწყების წინ უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია
ტესტის შევსების წესისა და გამოყოფილი დროის შესახებ.
ზეპირი გამოკითხვა

ზეპირი გამოკითხვა ტრადიციულად ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება
ცოდნის შესამოწმებლად და გულისხმობს მასწავლებლის მიერ დასმულ
შეკითხვებზე მოსწავლის პასუხს.
ზეპირი გამოკითხვის მიზანია მოსწავლის აზროვნების სტიმულაცია. სახელობო
განათლების დონეზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა უნდა
შეასრულონ სამუშაო, რომელიც მოითხოვს ფაქტების, მონაცემებისა და
მეთოდების ანალიზსა და ინტერპრეტაციას, რაც თავის მხრივ აზროვნების,
განსჯის გარეშე წარმოუდგენელია.
დადებითი მხარეები:
ზეპირი გამოკითხვა შეფასების ერთ-ერთი ყველაზე უფრო იაფი მე-
თოდია;
ზეპირი გამოკითხვა მართალია მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან
დროის ხარჯვას კითხვების მომზადებისათვის, მაგრამ თავად შეფასების
პროცესი შესაძლოა შედარებით მოკლე დროში განხორციელდეს
– მაგ.: წერითი გამოცდისგან განსხვავებით,
პასუხები იქვე ფასდება;
ზეპირი გამოცდა მოსწავლეებს თანაბარ პირობებში აყენებს და ამდენად,
ცოდნის შემოწმების ყველაზე უფრო `დემოკრატიული~ მეთოდია,
გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი კომუნიკაციის უნარი ყველას
აქვს: ანუ ზეპირი გამოკითხვის დროს მოსწავლეს არ სჭირდება სხვა
განსაკუთრებული უნარები, როგორიც შეიძლება დასჭირდეს მაგ.:
დემონსტრირების ან ჯგუფური პროექტის დროს;
ზეპირი გამოკითხვა ხელს უწყობს ვერბალური კომუნიკაციის განვი-
თარებას;
ზეპირი გამოკითხვა დაგეხმარებათ გაუღვიძოთ მოსწავლეებს ინტერესი
და მოტივაცია, შეისწავლონ თქვენი საგანი;
ზეპირ კითხვებზე პასუხები კარგი ინდიკატორია იმისა,
თუ რამდენად სწორად იყო სასწავლო პროცესი დაგეგმილი თქვენ
მიერ, რამდენად სწორად იყო მიწოდებული მასალა. შესაბამისად, ზეპირი
გამოკითხვა ლექციასა თუ პრაქტიკუმზე დაგეხმარებათ განსაზ-
ღვროთ მომდევნო მეცადინეობის შინაარსი და სირთულე.
უარყოფითი მხარეები:
ზეპირი გამოკითხვა შესაძლოა საკმაოდ სუბიექტურად ჩაითვალოს,
რადგანაც შეფასების პროცესში და მის შედეგად გარკვეული `პროდუქტი~
არ იქმნება. ანუ სხვა შემფასებელს არ შეეძლება მოგვიანებით
გამოცდის შედეგების/მიღებული შეფასების ობიექტურობის გადამოწმება,
ისე როგორც ეს შეიძლება მოხდეს წერითი გამოცდის
სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში
ან პორტფოლიოსა და პროექტის შემთხვევაში. შესაბამისად ზეპირი
გამოკითხვის სანდოობა შედარებით დაბალია.
რეკომენდაციები:
თავი აარიდეთ ერთი ტიპის კითხვების დასმას – შეეცადეთ ზეპირი
გამოკითხვით შეამოწმოთ როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე
აზროვნების უნარი;
კონკრეტული ცოდნის შესამოწმებლად დასვით კონკრეტული
კითხვები;
ძალიან დაკონკრეტებული კითხვების გარდა დასვით ისეთი კითხვებიც,
რომლებიც მოსწავლის მიერ საგნის ზოგად ცოდნასა და გააზრებას
გიჩვენებთ;
ნუ შეამოწმებთ მხოლოდ ფაქტების ცოდნას, შეეცადეთ მოსთხოვოთ
ფაქტებისა და მოვლენების ახსნა. ფაქტების დამახსოვრება
ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ გააზრებას. დასვით კითხვები,
რომლებიც მოსწავლეს აიძულებენ, იაზროვნოს;
სასწავლო კურსის დასაწყისში უფრო მარტივი კითხვებით უნდა დაიწყოთ
გამოკითხვა, ხოლო სემესტრის განმავლობაში კითხვები უკვე
შეიძლება დაიტვირთოს” შესაბამისი ტერმინოლოგიით და საგნის
სპეციფიკური `ჟარგონით~
.პრეზენტაცია

პრეზენტაცია ეწოდება შესრულებული პრაქტიკული ან თეორიული პროექტის
შედეგების წარდგენის პროცესს.
პრეზენტაცია ხშირად საჯარო გამოსვლის ფორმატით ტარდება და მას
შესაძლოა უშუალოდ შემფასებლების გარდა ფართო აუდიტორიაც დაესწროს.
როდის ვიყენებთ?
რამდენადაც პრეზენტაცია შესრულებული პროექტის წარდგენას გულისხმობს,
მისი გამოყენება მოსწავლის ცოდნისა და უნარების შეფასებისათვის
შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსწავლეს საკმარისი გამოცდილება
ექნება დაგროვილი პროექტის განხორციელებისათვის. შესაბამისად პრაქტიკული
პროექტის პრეზენტაცია სასურველია სემესტრის ან საგანმანათლებლო
პროგრამის ბოლოს, მაშინ როდესაც თეორიული პროექტის პრეზენტაცია
თეორიული/შესავალი კურსების დასრულების შემდეგაც შეფასების ადეკვატურ
ფორმას წარმოადგენს. თავისთავად თეორიული პროექტის პრეზენტაცია
შინაარსითა და დანიშნულებით პრაქტიკულად არ განსხვავდება მოსწავლის
მიერ გაკვეთილისათვის მომზადებული მასალისგან, თუ არ ჩავთვლით ამ მასალის
მოცულობას. პრაქტიკული პროექტის შემთხვევაში კი მოსწავლე (ან
კლასი, ჯგუფი) განსაზღვრავს და გეგმავს შესასრულებელ სამუშაოს,
თავად ახორციელებს მას – ანუ ასრულებს პრაქტიკულ ქმედებებს, ქმნის
გარკვეულ პროდუქტს, აანალიზებს და განაზოგადებს მონაცემებს და მხოლოდ
ამის შემდეგ წარადგენს მიღებულ შედეგებს პრეზენტაციის სახით.
მთავარი საკითხი, რომელიც გათვალისიწნებული უნდა იყოს პრეზენტაციის
გამოყენებისას: რას ვაფასებთ – შესრულებულ პროექტს თუ პრეზენტაციის
ტექნიკას? სასწავლო კურსის დანიშნულებიდან გამომდინარე, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები.
როდესაც მასწავლებელი პრეზენტაციას თავისი საგნის შეფასების ფორმად
განსაზღვრავს, მან, გარდა ამისა, სხვა საკითხებიც უნდა გაითვალისწინოს:
პრეზენტაციის შინაარსი უნდა ასახავდეს სასწავლო კურსის შინაარსს
და შეესაბამებოდეს სწავლის შედეგებს; შესაბამისად აზრი არ აქვს
პრეზენტაციის გამოყენებას მაშინ, თუ სასწავლო კურსის შინაარსით
არ არის გათვალისწინებული პრეზენტაციის უნარების გამომუშავება,
ან კურსის მასალა არ შეესაბამება პრეზენტაციას.
თანამედროვე პრეზენტაცია, როგორც წესი, მზადდება ელექტრონულ
ფორმატში (პოვერ პოინტ) და საჭიროებს დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს:
კომპიუტერს, პროექტორს, ეკრანს და ა.შ. შესაბამისად,
თუ მოსწავლეს არ აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების
გამოცდილება, ან სასწავლებელს არ გააჩნია სათანადო აღჭურვილობა,
პრეზენტაციის ჩატარება აზრს მოკლებულია. რიგ შემ-
თხვევებში დასაშვებია კომპიუტერული ტექნიკის მაგიერ სხვა სახის
სადემონსტრაციო მასალების გამოყენება, როგორიცაა ტაბულები
და ნახაზები.
როგორ მოვამზადოთ პრეზენტაცია
პრეზენტაციის ორგანიზება
პრეზენტაცია სამი ნაწილისაგან შედგება:
1. შესავალი – ეს ნაწილი პრეზენტაციაზე განკუთვნილი საერთო
დროის დაახლოებით 20%-ს შეადგენს;
2. ძირითადი ნაწილი - ეს ნაწილი პრეზენტაციაზე განკუთვნილი საერ-
თო დროის დაახლოებით 70%-ს შეადგენს;
3. დასკვნა - ეს ნაწილი პრეზენტაციაზე განკუთვნილი საერთო დროის
დაახლოებით 10%-ს შეადგენს;
შესავალი პრეზენტაციის აუცილებელი ნაწილია. ამ ნაწილის მიზანია
აუდიტორიის ინტერესისა და ყურადღების მიქცევა, პირველადი კონტაქტის
დამყარება. მომხსენებელმა შესავალი ნაწილით უნდა დააინტერესოს
მსმენელი და განაწყოს მოსმენისათვის.
შესავალ ნაწილში უნდა შედიოდეს შემდეგი საკითხები:
ვინ არის მომხსენებელი;
პრეზენტაციის ტიპი – საინფორმაციო, ინსტრუქციული, პრობლემის
გადაჭრაზე მიმართული და ა.შ.;
ძირითადი საპრეზენტაციო თემების ჩამონათვალი;
პრეზენტაციის გეგმა;
ძირითადი ნაწილი პრეზენტაციის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია.
სასურველია, რომ პრეზენტაციის თემების რაოდენობა ძალიან ბევრი
არ იყოს; რეკომენდირებულია მაქსიმუმ სამი თემის გამოყენება. გამოიყენეთ
საილუსტრაციო მაგალითები იმ დებულებების დასამტკიცებლად,
რომლებიც განსაკუთრებით რთულად აღსაქმელია აუდიტორიისათვის.
გრაფიკული ილუსტრაციები, საუბრის ტონი, ქცევის მანერა – ყოველივე
ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აუდიტორიაზე.
დასკვნით ნაწილში ხდება პრეზენტაციის შეჯამება, თუ რას ემსახურებოდა
პრეზენტაცია; შესაძლებელია ამ ნაწილში შედიოდეს რეკომენდაციები
თუ ეს პრეზენტაციის მიზანია;
გამოიყენეთ შემდეგი პრინციპი, სამჯერ გაიმეორეთ სათქმელი, ანუ აუდიტორიას
უთხარით, რის თქმას აპირებთ; უთხარით სათქმელი; შეაჯამეთ
რაც უკვე უთხარით.
დადებითი მხარეები:
პრეზენტაცია უვითარებს მოსწავლეებს ისეთ ზოგად უნარებს, როგორიცაა
კომუნიკაცია, საკუთარი აზრის/პოზიციის წარდგენა, არგუმენტირება
და დაცვა, დისკუსიის წარმართვა და ა.შ.;
პრეზენტაციის შეფასება დამატებით დროს არ საჭიროებს და პრეზენტაციის
დასრულებისთანავეა შესაძლებელი;
პრეზენტაციის დროს დამატებითი კითხვების დასმის საშუალება აქვს
არა მარტო მასწავლებელს და ფორმალურ შემფასებელს, არამედ თავად
აუდიტორიას.
უარყოფითი მხარეები:
პრეზენტაცია საჭიროებს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, შესაბამისად
შეფასების შედარებით ძვირი მეთოდია;
მასწავლებელმა/ინსტრუქტორმა მოსწავლეს წინასწარ უნდა შეასწავლოს
პრეზენტაციის ტექნიკა და მისცეს პრაქტიკის საშუალება
რეკომენდაციები:
საკმარისი დრო დაუთმეთ პრეზენტაციის ტექნიკის სწავლებას, ვიდრე
მას შეფასების ფორმად გამოიყენებთ;
მიეცით მოსწავლეებს გაკვეთილზე პრეზენტაციის პრაქტიკის საშუალება;
წინასწარ შექმენით პრეზენტაციის შეფასების სკალა და გააცანით ის
მოსწავლეებს: პრეზენტაციის რომელი ასპექტი (მაგ.: გამოყენებული
წყაროები, წარდგენილი მასალის სისრულე, დისკუსიის უნარი, საუბრის
მანერა, პრეზენტაციის ვიზუალური მხარე და ა.შ.) რამდენი ქულით იქნება
შეფასებული – ეს დაზოგავს თქვენ დროს და, ამასთანავე, უზრუნველყოფს
შეფასების ობიექტურობას.