12 сент. 2011 г.

10 რჩევა მშობელთათვის --- ანტუან ეგზიუპერი



1- ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

2- ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და .. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.
3- თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.
4- მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.
5- არ დაამციროთ!
6- ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.
7- თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაგიღიათ.
8- შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
9- უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.
10- გიყვარდეთ საკუთარი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი- უნიჭო, უიღბლო, ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.


Комментариев нет:

Отправить комментарий