13 апр. 2011 г.

რა იწვევს სიზარმაცეს


დღევანდელ საზოგადოებაში ინტელექტი არ არის განსაკუთრებული უპირატესობა. ნებისმიერი გონებრივი საქმიანობა მხოლოდ მაშინ გამოიტანს შედეგებ როდესაც ქვეშ ბიოლოგიური "საფენი" აქვს.
არსებობს სამი ძირითადი ბიოლოგიური სტიმული: საკვები, გამრავლება, დომინირება. 
სტიმულების გარეშე ტვინი მუშაობს მძიმედ.
ტვინი ენერგოდამოკიდებული არასტაბილურია სისტემა და იგი მოწყობილია ისე რომ მუდმივად მიისწრაფის უზრუნველყოს მისთვის მშვიდი და წყნარი მდგომარეობა, ესე ცდილობს ზედმეტად არ დაიტვირთოს და ჩვენც გვიბიძგებს სიზარმაცისაკენ. ასეთი სიმშვიდის მდგომარეობაში, ადამიანის ტვინი მოიხმარს, ორგანიზმის ენერგიის 9 % , ხოლო როცა ჩვენი ტვინი ინტელექტუალურად დაიწყებს მუშაობას ის ორგანიზმის ენერგიის 25% მოიხმარს ანუ მეოთხედს იმისა რასაც ვჭამთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ, შესაბამისად ტვინი ცდილობს წაახალისოს უსაქმურობა და ისეთი ქმედებები, რომლებიც მოგვცემენ  რაც შეიძლება მეტ  სიამოვნებასა და კეთილდღეობას, ნაკლები შრომით. მაგალითად ჩვენს ტვინს ძალიან სიამოვნებს: მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება, განძის ნახვა, სასიამოვნო საჩუქარი, რესტორანში უფასოდ ქეიფი და სხვა. ასეთ შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმში  გამოიყოფა ,, ბედნიერების ჰორმონი“ რაც მცირე ქიმიურ ცვლილებებს იწვევს სისხლში რომლითაც ტვინი იკვებება.
მაგრამ თუ ჩვენ გადავწყვიტავთ გამოვიმუშაოთ პატიოსანი ინტელექტუალური შრომით და დავძაბავთ გონებას ის გამოხატავს უკმაყოფილებას და სისხლში დაიწყებს სულ სხვა ჰორმონების გამოყოფას რაც იწვევს ჩვენში გაღიზიანებას, ნეგვიულობას,  უმიზეზო დაღლილობას, ზოგჯერ ბადებს გადაუდებელ სურვილს ჭამის , სმის, ძილის და სხვა. სიზარმაცე შეიძლება გახდეს მრავალი დაავადების მიზეზიც. თითქოს  ტვინი ყოველთვის გვეუბნება: დაანებე თავი მუშაობას და დაიწყე ძიება უშრომელი შემოსავლისა.
ახლა როცა უკვე ვიცით სად ბუდობს სიზარმაცე, შევეცადოთ დავამარცხოთ ის. უნდა ვისწავლოთ ვაიძულოთ ჩვენი ტვინი იმუშაოს და უარი თქვას მიიღოს უფასო დაუმსახურებელი კეთილდღეობა.
როგორც კი დაძაბავთ გონებას, ტვინი მაშინვე შეგვეწინააღმდეგება  და მოძებნის სხვადასხვა საშუალებებს რომ ის მშვიდად ვამყოფოდ.
ასე რომ ... 

თუ გსურთ დაამარცხოთ სიზარმაცე, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ სტიმული. უფრო სწორედ თქვენ ტვინს სჭირდება,  მოიფიქრეთ წამახალისებელი, შთამაგონებელი სტიმული, რომელიც ჩაუნერგავს თქვენს ტვინს იშრომოს მაშინაც კი როცა დაღლილი ხართ, ადგებით დილით ხალისიანად და ენერგიულად იშრომებთ და ისწავლით.
ტვინი, გონება, უნდა გემსახურებოდეთ და მართავდეთ  მას და არა პირიქით. სხვა შემთხვევაში თქვენ დაგეკარგებათ ყოველგვარი სურვილი შრომის, სწავლისა და საერთოდ ცხოვრების.

Комментариев нет:

Отправить комментарий