2 февр. 2011 г.

სკოლაში ისტ-ის გამოყენების უარყოფითი შედეგები

პლატონი ამბობდა, რომ დამწერლობის გამოგონებამ ხელი შეუშალა როგორც სიბრძნეს, ასევე - მეხსიერებას. სწორედ დამწერლობის გამოა, რომ ადამიანი, ერთი ჭეშმარიტების ცოდნის ხარჯზე, ბევრ ინფორმაციას იღებს, შემდეგ კი ამ ინფორმაციას შინაგან მეხსიერებას კი არ ანდობს, არამედ რაღაც გარეგანს - ნაწერ ტექსტსო,



 ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც დადებითი ისე უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. ასეთი სახუმარო გამონათქვამიც კი არსებობს, რომ კომპიუტერები ისეთი პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება, რომლებიც კომპიუტერების არსებობით არის გამოწვეული. მაგ. ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანად ამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას. მოსწავლეებს უადვილდებათ რთული კონცეფციების გაგება. სხვა მხრივ ტექნოლოგიები იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რომ მოსწავლეებმა მაგ. ერთმანეთი დაჩაგრონ. თუ ადრე მოსწავლე, რომელსაც თანაკლასელებთან პრობლემა ჰქონდა სახლში წავიდოდა და ამით ჩამოშორდებოდა მისთვის არასასურველ გარემოს. ეხლა ეს უფრო რთულია. მასთან კონფლიქტში მყოფ მოსწავლეებს შეუძლიათ მასთან ინტერნეტისა და მობილური კავშირის გამოყენებით დაკავშირება, რაც სახლშიც ხელმისაწვდომს ხდის ამ მოსწავლეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий