სასარგებლო ვებ რესურსები
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის
1. ვიდეო–აუდიო ფაილების ჩამოტვირთვა
როგორც ცნობილია, აუდიო და ვიდეო მასალის
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რესურსია
youtube.com1
. როგორც ირკვევა, მასწავლებლებს
გარკვეული სირთულეები აქვთ მოძიებული
რესურსების ჩამოტვირთვისას. მათ გადასაჭრე-
ლად გთავაზობთ, გამოიყენოთ ერთ-ერთი
ყველაზე მარტივი პროგრამა, Easy YouTube
Video downloader 6.5
http://www.bestvideodownloader.com/
ეს რესურსი უფასოა, ადვილად ინსტალირდება
და მარტივი ინტერფეისი აქვს: ფაქტობრივად, ერთ ღილაკზე დაწკაპუნებით
ჩამოიტვირთება მოძიებული მასალა.
ჩამოტვირთვისას შესაძლებელია მასალის სხვადასხვა ხარისხის აუდიო ან ვიდეო
ფაილის სახით შენახვა.
2. ვიდეო–აუდიო ფაილების მონტაჟი
Youtube ისევე გახდა სინონიმი აუდიო და ვიდეო მასალის მოძიების ძირითადი სისტემისა, როგორც
Google - ზოგადად, ძიებისა, და ამისთვის დამკვიდრდა კიდეც ზმნა Googling.2
youtube-დან ჩამოტვირთული
ფაილების დაჭრა და მონტაჟის
მარტივი და უფასო პროგრამა - VirtualDub (http://virtualdub.sourceforge.net/), რომლის
სასარგებლო ფუნქციებიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
მარტივი მონტაჟი - მონიშვნისა და ამოჭრის მექანიზმი შემდგომი გადაბმების
საშუალებით;
ვიდეო ფაილების გადაკოდირება.
3. აუდიო და ვიდეო ფაილის ფორმატის კონვერტირების პროგრამა :
http://www.zamzar.com/,3
http://www.online-convert.com/ და სხვა.
4. Offline ვებ საიტები
ვებ–საიტების ოფ–ლაინ ასლები, რომლებიც შემდგომი
ხმარებისას აღარ მოითხოვს ინტერნეტს.
ამისათვის ვთავაზობთ, გამოიყენონ ე.წ. ოფ-ლაინ ბროუზერები.
ოფ-ლაინ ბროუზერი არის პროგრამა, HTTrack Website Copier 3.43-
9. ((http://www.httrack.com).
5. არატიპური ბროუზერები
საინტერესოა
საიტი FindSounds.com, რომლის
მეშვეობითაც შეიძლება
მოიძიოთ სამყაროში არსებული
ხმების ჩანაწერები, დაყოფილი
შემდეგი კატეგორიების
მიხედვით:
ცხოველები, ფრინველები,
დღესასწაულები, სახლის ხმები,
მწერები, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური საკრავები, ბუნება, ხმაურის გამომწვევი
საშუალებები, სპორტი და დასვენება, ხელსაწყოები, ტელევიზია და ფილმები, 5
ტრანსპორტი და სხვა. ყოველი კატეგორია, თავის მხრივ, მრავალფეროვანი
ქვეკატეგორიებისგან შედგება, რომლებშიც თითოეული ხმა რამდენიმე
განსხვავებული ფაილის სახითაა წარმოდგენილი.
შენიშვნა მშობლებისათვის: აუდიო ფაილები იფილტრება უხამსი და არაეთიკური
შინაარსისაგან, ასე რომ, საიტი უსაფრთხოა ბავშვებისათვის.
ბ) საძიებო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ფოტო მასალის მოძიებაზე:
http://www.picsearch.com/
მოძებული ფაილის გამოტანა შესაძლებელია მომხარებლისთვის მოხერხებული
ორიენტაციით (Landskype, Portrait,), ზომით (Large, Medium, Small), ფერით
(ორიგინალი, შავ-თეთრი, სხვადასხვა ტონალობაში გადაწყვეტილი). სამუშაო
ინტერფეისი მულტილინგვურია. ინფორმაცია სტრუქტურირებულია
მრავალფეროვანი დირექტორიების სახით:
ძიება მიბმულია თავიდანვე ფოტოზე და არა შესაბამის საიტზე. თუმცა ფოტოს
არჩევის შემდეგ შესაძლებელია მისი ვებ–მისამართის აღდგენაც.
შენიშვნა მშობლებისათვის: საიტი საოჯახო მოხმარებაზეა ორიენტირებული –
ფაილები იფილტრება უხამსი და არაეთიკური ფოტოებისაგან. 6
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მცირე გზამკვლევი შეიქმნა იმ სირთულეების
დასაძლევად, რომლებიც ბოლო დროს მასწავლებლებთან შეხვედრებსა და
ტრენინგებზე გამოიკვეთა. შევეცადეთ, განგვეხილა რესურსები, რომლებიც
ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელია მასწავლებელთა იმ ფენისათვის,
რომელიც, ერთი მხრივ, ორიენტირებულია, ისწავლოს და გამოიყენოს თანამედროვე
მულტიმედია საშუალებები, მეორე მხრივ კი, არ წარმოადგენს ე.წ. „წინწაწეულ
მომხმარებელს“. ვფიქრობთ, ამ საკითხებში გარკვევა მათ უფრო დააახლოებს
მოსწავლეებთან, რომლებიც ადრეული ასაკიდან ითვისებენ კომპიუტერს და კარგად
ერკვევიან ამ სფეროში.
ამასთან ერთად, მასალის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ისიც, რომ ეს
გზამკვლევი სასარგებლო ყოფილიყო ყველა საგნისა და ყველა საფეხურის
მასწავლებლებისთვის.
გამოყენებულია მასალები: http://www.mastsavlebeli.ge/
Комментариев нет:
Отправить комментарий