30 июл. 2023 г.

რა ცლილებები ელოდება ადამიანის ინტელექტს ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად

 შარშან, გაზეთმა The New York Times-მა მითიო კაკუ ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად დაასახელა.იაპონური წარმოშობის ამერიკელ ფიზიკოსს შავი ხვრელების შესწავლასა და სამყაროს დაჩქარებული გაფართოების შესახებ აქვს ჩატარებული კვლელევბი . ის თეორია string-ის დამფუძნებელია, რომელიც ფიზიკის ძირითად მოდელად იქნა მიჩნეული. მეცნიერის აქტივში 8 წიგნი-ბესტსელერი და მრავალი გადაცემათა ციკლი BBC და Discovery-ზე. მსოფლიოში სახელგანთქმული პედაგოგი, ის თეორიული ფიზიკის პროფესორია ნიუ იორკის უნივერსიტეტში .

გთავაზობთ მითიო კაკუს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მომავლის განათლება.
თქვენს წიგნში, “მომავლის ფიზიკა” თქვენ წერთ, რომ მალე განათლება დაეყრდნობა ინტერნეტ -ტექნოლოგიებს, გაჯეტებს, როგორიცაა Google Glasses . კიდევ რა გლობალური ცვლილებები იქნება სწავლის სფეროში?
-ყველაზე მთავარი – სწავლა აღარ დაეყრდნობა მახსოვრობას. ძალიან მალე, კომპიუტერები და სათვალეები Google Glass ტრასფორმირდება პაწაწინა ლინზებად. რომლებშიც იქნება საშუალება, ჩატვირთოთ საჭირო ინფორმაცია. უკვე არსებობს შევსებული რეალობის სათვალე , რომელსაც ასეთი ფუნქცია აქვს. ამიტომ, 1 ან 2 წელიწადში სკოლის მოსწავლეები უკვე მარტივად შეძლებენ მოძებნონ ინტერნეტში ინფორმაცია. საკმარისია, თვალი დაახამხამონ . ერთის მხრივ, აღარ იქნება საჭირო ტვინის გადატვირთვა არასაჭირო ცოდნით, რომელთა უდიდესი ნაწილი დავიწყებას ეძლევა ხოლმე. მეორეს მხრივ, ტვინის გონებრივი რეზერვი პერეორიენტაციას მოახდენს ფიქრის, ანალიზის, არგუმენტირების და საბოლოოდ სწორი გადაწყვ ეტილების მიღების უნარის განვითარებაზე.
ასეთ შემთხვევაში, თავისთავად აღარ იარსებებს გამოცდების, პედაგოგების და პედაგოგების საჭიროება ?
რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო ავტონომიურნი გავხდებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით საკუთარ ცხოვრებას. შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო რაიმე “მაკონტროლებელი ორგანო”. ხალხი დაიწყებს თვითგანათლებას, თან ისე, რომ რეალურად გააცნობიერონ, ზუსტად რა სახის ცოდნა სჭირდებათ. თუ კონსულტაცია გახდება აუცილებელი, ისისნი მას “ჭკვიანი” კედლის საშუალებით მიიღებენ. ძალიან ჩქარა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწყობილობები ყველგან იქნება განლაგებული. სახლებში, ოფისებში, ქუჩაში. საკმარისია მიუახლოვდე და უთხრა “მე მინდა ბიოლოგიის პროფესორთან დალაპარაკება” და იქვე, ეკრანზე გაჩნდება მეცნიერი, რომელიც მოგცემთ საჭირო ინფორმაციას. ასეთი სისტემა მისაღები იქნება არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ მედიცინაში, იურისპრუდენციაში, დიზაინში, ფსიქოლოგიაში და ა.შ.რა თქმა უნდა, რეალური სპეციალისტები, ქირურგები საჭირო იქნებიან, მაგრამ უბრალო პრობლემებს ვირტუალურადაც გადაწყვეტთ.
შეძლებს ხალხი სწრაფად გადაერთოს თვითგანათლებაზე, ონლაინ-სწავლებაზე?
უკვე არსებობს უნივერსიტეტის ონლაინ კურსები. ეს მართლაც ბრწყინვალე იდეაა. მართალია ასეთ პროგრამებზე სწავლის მიტოვების დიდი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ სისტემა ჯერ დასახვეწია, ხალხი არ არის მიჩვეული ზედამხედველის გარეშე სწავლას, არ აქვთ მაღალი მოტივაცია. ონლაინ სისტემა ჯერ ახლა იქმნება. მისი კორექტირებაა საჭირო. თუმცა ის საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება . უნივერსიტეტები შენარჩუნდება, მაგრამ ეს იქნება უპირატესად ვირტუალური უმაღლესი სასწავლებლები. მათზე კი, ვინც ლექციებს დაესწრება, იტყვიან, რომ ისინი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ თავისი განათლების კონსტრუირებას.
მიღებული განათლების დამადასტურებელ მოწმობად ახლა დიპლომი ითვლება. მომავალში როგორ უნდა დაადასტუროს სპეციალისტმა მისი კომპეტენტურობა?
დიპლომები მათი უსრგებლობის გამო გაქრება. ალათ, გაჩნდება სასერტიფიკაციო ცენტრები, სადაც სპეციალისტები კვალიფიციურ გამოცდებს ჩააბარებენ . აქ მათ კომპეტენციას განსაზღვრავენ. გამოცდის შედეგის მიხედვით ადამიანი მიიღებს, ან ვერ მიიღებს გარკვეულ თანამდებობას. დროთა განმავლობაში შემოიღებენ უნიფიცირებულ ქულათა სკალას. ქულათა რაოდენობა იქნება საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობის განმსაზღვრელი. შესაბამისად, უნივერსიტეტები იქნება ცოდნის მიმწოდებელი , თუმცა ამ ცოდნის შემფასებელი თავად აღარ იქნება.ევროპაში, ამერიკაში, კანადაში ძალიან პოპულარულია პორტოფილიოს სისტემა, როცა ადამიანი სწავლის პერიოდში აგროვებს სხვადასხვა დიპლომს, სერტიფიკატებს, მოწმობებს და მერე ამას წარუდგენს დამსაქმებელს. მომავალში დაგროვილი ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება იქნება განათლების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. ინფორმაციული ტექნოლოგიები კი გამჭვირვალეს გახდის ადამიანის რეალურ დამსახურებას.
უფროსებისგან შეგვიძლია ველოდოთ სწავლისადმი შეგნებულ მიდგომას, მაგრამ ბავშვებს როგორ ვაიძულებთ, თავისით მიიღონ განათლება მუდმივი კონროლის გარეშე ?
აქტიურად განვითარდება ბავშშვთა განათლების სერვისები. უახლოეს 10-15 წელიწადში ის, რასაც ახლა სისტემისგარეშე განათლებას უწოდებენ, უსაზღვრო გახდება. მაგალითად, იქნება ასეთი სერვისი -ონლაინ პედაგოგიკა. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვი მიმჯდარი იქნება მონიტორთან . მომავლის ქალაქები , რომლებიც სავსე იქნება ინფორმაციულ-კომუნიკაციური გადაწყვეტილებებით, თვითონ გახდებიან ახალი განათლების სისტემის აქტიური მონაწილენი . შეთავაზებული იქნება ბავშვთა დიდი გასართობები ,თამაშები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩატარდება რეალურ ქალაქურ, ან სპეციალურად მომზადებულ სივრცეში. სახელმძღვანელოები აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით ისე, რომ შეძლოს თითოეული კონკრეტული მოსწავლისათვის შეარჩიოს საჭირო ფოტო-ვიდეო დავალებები და სქემები . მიუხედავად მისი ასაკისა . იქნება ის 6 თუ 60 წლის. ასეთი რამ უკვე ძალიან ბევრია შემუშავებული და ნელ-ნელა ინერგება.
იმისათვის , რომ კარგი სპეციალისტი გამოხვიდე, დღესდღეობით საჭიროა გქონდეს ცოდნის ბაზა და გარკვეული გამოცდილება. მომავალში რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული გახდეს?
რეალური წარმატების მისაღწევად საჭიროა ისეთი თვისებების განვითარება, რაც რობოტებისთვის შეუძლებელია : კრეატიულობა, წარმოსახვა, ინიციატივა, ლიდერის თვისებები. საზოგადოება ნელ-ნელა საბაზრო ეკონომიკიდან ინტელექტუალურ-შემოქმედებითზე გადაერთო . ტყუილად არ ამბობს ტონი ბლერი, რომ ინგლისისთვის მეტი შემოსავალი როკენროლს მოაქვს, ვიდრე მის შახტებს. იმ ქვეყნებს , რომლებსაც შეუძლიათ სასაქონლო ბაზრის კოგნიტიურ-კრეატიული პოტენციალის დაბალანსება, დიდი შანსი აქვთ წარმატების. ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის სჯერათ, დიდხანს ვერ გაატანენ, ისინი სიღატაკისთვის არიან განწირულნი.
ფუტუროლოგების აზრით, მალე სამუშაოს უდიდეს ნაწილს მანქანები შეასრულებან, ადამიანს რა რჩება ამ დროს?
ყველაზე შემოსავლიანი იქნება ბიოტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. მალე ფაბრიკებში ადამიანები აღარ იქნებიან საჭირო. სამაგიეროდ, უამრავი ახალი სპეციალობა გაჩნდება ინტელექტუალურ სფეროში. მთავარია, დროზე გააკეთო ორიენტაცია და დროზე გადაერთო სიახლეზე. უამრავი ადამიანის პრობლემა დღეს ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად რამის გაკეთება ისე, რომ ბრბოს არ უყურონ. წარმატებისთვის პირველი, რაც უნდა ისწავლოთ ისაა, რომ არ შეგეშინდეთ, თუ სხვას არ დაემსგავსებით. საკუთარ ცხოვრებაზე მთლიანი პასუხისმგებლობის აღების და ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფრის შეცვლის და ახალი გზით წასვლის არ უნდა შეგეშინდეთ.
დღეს მსოფლიოში დიდია უმუშევრობის დონე. განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს მსოფლიო კრიზისის ბრალია, თუ განათლების სისტემის არაეფექტურობასაც მიუძღვის თავისი წვლილი?
მოქმედი განათლების სისტემა წარსულის სპეციალისტებს ამზადებს. ჩვენ მათ ვასწავლით იმისათვის, რომ ისინი წავიდნენ სამსახურებში, რომლებიც უკვე აღარ არსებობს. ისეთი ინტელექტუალურ ინსტრუმენტებით ვღჭურვავთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია არაეფექტურია. ამიტომაცაა ასეთი დიდი პროცენტი უმუშევრობის. რაში სჭირდება დამქირავებელს ახალ უმაღლესდამთავრებული კადრი. არც საჭირო ცოდნა და არც გამოცდილება მას არ აქვს. შედეგად, ძირითად წამყვან მსოფლიო კომპანიებში 50-60 წლის ადამიანები დომინირებენ. როცა პროგრესი იქამდე მივა, რომ ადამიანებმა 120 წლამდე იცოცხლონ, 60 წლის ადამიანი წყნარად გააგრძელებს ცოდნის მიღებას. ამიტომაც, დღეს განათლების სფეროს სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ ნ განათლების პროგრამებების კარდინალურ ცვლილებებზე, რათა მოარგონ ისინი მომავლის ტექნოლოგიებს.
მაგრამ ყველა ხომ არ არის ინტელექტუალური შრომის უნარით დაჯილდოვებული? სხვა რა უნარებით შეუძლია ადამიანს გადარჩენა რობოტების სამყაროში?
არცერთ მაღალგანვითარებულ ხელოვნურ ინტელექტს არ ძალუძს , მთლიანად ჩაანაცვლოს ადამიანი. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი უპირატესობა გვაქვს მანქანებთან შედარებით. მაგალითისთვის, რობოტებს არ შეუძლიათ ლოგიკური აზროვნება, არ აქვთ შეგრძნება, ინტუიცია. მათ არ შეუძლიათ ჩაანაცვლონ ფონდის ბროკერი, რომლისთვისაც მთავარი ინტელექტი კი არა ინტუიციაა. გადარჩებიან მებაღეები, მშენებლები, ფიზიკური შრომის მუშაკები, რომელთა სამუშაო კრეატივთანაა დაკავშირებული. მალე “მუშებს ” იმ ხალხს დაუძახებენ, ვისაც ახლა ინტელექტუალებად მიიჩნევენ: პროგრამისტებს, ვებდიზაინერებს, 3D პროექტის სპეციალისტებს. რა სამუშაოსაც არ უნდა ასრულებდეს ადამიანი, მას უნდა შეეძლოს ყველაფერს კრეატიულად მიუდგეს ცოცხალი წარმოსახვა , სწრაფი ორიენტირების უნარი და კარგად განვითარებული ინტუიცია უნდა ჰქონდეს.
ადამიანის ინტელექტს რა ვცლილებები ელოდება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად?
სავსებით რეალურია, რომ 2050 წლამდე შეიქმნება ზეგონება, რომელიც ადამიანის ყველაზე ბრწყინვალე გონებასაც გადააჭარბებს. პრაქტიკულად ყველა სფეროში. მაგალითად, ახლახან მეცნიერთა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა ევროპული პროექტის, Human Brain Projec ფარგლებში, 1 მილიარდი ინვესტიიით შექმნა ადამიანის ტვინის უნიკალური რუქა. Big Brain, რომელზეც 20 მიკრომეტრის სიზუსტით ასახულია ტვინის დეტალური სტრუქტურა. ასეთი ანატომიური ატლასი საშუალებას იძლევა, ნევროლოგებს და ნეიროქირურგებს დაეხმაროს დაავადებების განკურნებაში, არამედ საშუალებას იძლევა იმის დანახვის, თუ როგორ ამუშავებს ტვინი ემოციებს, იღებს ინფორმაციებს.ინფორმაციის მუდმივი მიმწოდებელი ტვინის ჩიპები უახლესი მომავლის ტექნოლოგიაა.


გამოყენებულია რესურსები  http://www.4motivi.com/ საიტიდან

17 июн. 2018 г.

მეთოდები და აქტივობები

  1. http://gesj.internet-academy.org.ge/download.php?id=2728.pdf&t=1

  2. საპრეზენტაციო მასალა
  3. 1. სწავლების მეთოდები გამოყენებულია მასწავლებლის სახლის სატრენინგო მასალები პრეზენტაცია მომზადდა სასკოლო საზოგადოებისთვის 12.04.214 წელი
  1. 2. მეთოდი და აქტივობა • .სწავლების მეთოდი გულისხმობს მიზნის მისაღწევ გზებს • .მეთოდი და აქტივობა ერთმანეთისაგან განირჩევა • -- ?აქტივობას დაესმის კითხვა რას ვაკეთებ • -- ?მეთოდს კი როგორ ვაკეთებ :გასათვალისწინებელია შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და .გამოცდილებას შეესაბამება თუ არა სასწავლო აქტივობასა და კლასის ორგანიზების ;ფორმას .ტექნიკურად მისი განხორცილება შესაძლებელია თუ არა
  1. 3. მეთოდის შერჩევისას უნდა განისაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი
  1. 4. ნიმუში მიზანი აქტივობა მეთოდი გაკვეთილის მსვლელობა შეფასება • ცოდნის შემოწმება გაკვეთილის გამოკითხვა გონებრივი იერიში იდეების გენერირება დაკვირვება დახარისხება ანალიზი • კითხვის ტექნიკის დაუფლება ახსნილის გააზრება ინტერვიუ სამი ნაბიჯი ------------------ შეფასება რუბრიკით
  1. 5. მეთოდების კლასიფიკაცია :მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა •მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს კონკრეტული მასალის ათვისებას. •მეთოდები, რომლებიც ავითარებს ზოგად/ტრანსფერულ უნარებს. . ,ეს დაყოფა პირობითია ძირითადად მეთოდები მაინც ზოგადი კომპეტენციის განვითარებას ეხმარება .საგნობრივთან ერთად
  1. 6. კონსტრუქტივისტული მეთოდები :ლექციის სახეები • , .ლექცია პრობლემის დასმით პრობლემური ლექცია • ,ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით ანუ ლექცია .პროვოკაცია •ლექცია წყვილში • -ლექცია პრესკონფერენცია • -ლექცია დიალოგი • -ლექცია დისკუსია და ლექცია კონკრეტული სიტუაციის ანალიზით • .ლექცია თვალსაჩინოებით
  1. 7. სწავლების ეფექტური სტრატეგიები • - 6,5,3გონებრივი იერიში მეთოდი • დისკუსია • /არაოფიციალური კამათი დებატები • , ,, “მოზაიკა ანუ ჯიგსოუ • ,, “დაკარგული სიტყვები • ინტერვიუ სამი ნაბიჯი • ,, “დისნეის აზროვნების სამი სკამი • სიტუაციური თამაში • კარიკატურების გამოყენება
  1. 8. ზოგიერთი მეთოდის მოკლე აღწერა ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით •მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს, რომ ლექციაში დაშვებული იქნება შეცდომები(სასურველია, ზუსტად დაუსახელოს შეცდომების რიცხვი, შეცდომების ტიპები). •შეცდომები კარგად უნდა იყოს შენიღბული. •ლექციის დროს მოსწავლემ უნდა გააკეთოს ჩანაწერი და აღნიშნოს, რა მიაჩნია შეცდომად. •ლექციის ბოლოს დაიწყება განხილვა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. •მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს ჩამოწერილი ფორმატზე სწორი პასუხები და გამოაკრას თვალსაჩინო ადგილზე. : ,დადებითი მხარეები ქმნის დადებით ემოციას უზრუნველყოფს ყურადღების , ...კონცენტრაციას უვითარებს ანალიზისა და შეფასების უნარს
  1. 9. -ლექცია პრესკონფერენცია • მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ უსახელებს ლექციის .თემას • 2-3თითოეულმა წუთის განმავლობაში უნდა მოიფიქროს ამ ,თემის შესახებ მისთვის საინტერესო კითხვები დაწეროს .სტიკერებზე და გადასცეს მასწავლებელს • .მასწავლებელი ახარისხებს კითხვებს და იწყებს ლექციას • ,ეს არ იქნება პასუხები ცალკეულ კითხვებზე არამედ თემის .გაშლა :დადებითი მხარეები ,მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა , ...ჩართულობა ინტერესების დადგენა
  1. 10. დაკარგული სიტყვები :კითხვის პროცესი ორგვარია .ხელმძღვანელობითი და დამუკიდებელი • - -დამოუკიდებელი კითხვის გასამრავალფეროვნებლად ერთ ერთი ეფექტური მეთოდია .დაკარგული სიტყვები • , .მოსწავლეებს სთავაზობენ ტექსტს რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები ისინი ,, “ ,იძულებულნი არაინ წაიკითხონ ტექსტი დაკვირვებით და შეავსონ გამოტოვებული .ადგილები • .მუშაობენ ინდივიდუალურად • .(შემდეგ წყვილდებიან და განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევრებს აქ შეიძლება , . )დაგროვდეს სხვადასხვა ვერსია მათი პასუხებისა მაგ სინონიმები • .შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სწორ ვარიანტს • , , ?...განიხილავენ საინტერესო ფორმებს მსჯელობენ რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ეს :დადებითი მხარეები , - , ...ცოდნის გააქტიურება გაგება გააზრება ჩართულობა
  1. 11. ინტერვიუ სამი ნაბიჯი • , , .მასწავლებელი არჩევს თემას საკითხს აყალიბებს მიზანს და აცნობს კლასს • , - , .მოსწავლეებს ავალებს მოიფიქრონ სამ სამი კითხვა მუშაობენ ინდივიდუალურად • - . :შემდეგ სამ სამად ჯგუფდებიან და ინაწილებენ როლებს ინტერვიუ მიდის წრეზე , - , - .ერთი მოსწავლე ინტერვიუერია მეორე რესპოდენტი მესამე დამკვირვებელი ამ . ,როლებს ინაწილებს სამივე წევრი საბოლოოდ სამივეს უწევს თითოეული როლის .შესრულება • . 5 . ( 1 5 )თითო ინტერვიუსთვის განკუთვნილი უნდა იყოს მაგ წუთი ჯამში წუთი • .შემდეგ გაიმართება პრეზენტაციები • , .საბოლოოდ მასწავლებელი შეაჯამებს და შეაფასებს :დადებითი მხარეები , ,აქტიური მოსმენა კითხვის დასმის სტრატეგიების დაუფლება ...კომუნიკაციის უნარი :გამოიყენება , ,წინარე ცოდნის შემოწმების დროს გაკვეთილის გამოკითხვისას .შეჯამებისას და სხვა
  1. 12. ,,დისნეის აზროვნების სამი “სკამი • : ,კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად პირველი ჯგუფი იქნება მეოცნებეების მეორე - , - .რეალისტების მესამე კრიტიკოსების • .მუშაობენ ჯგუფებად • , ,შემდეგ ფუნქციას იცვლიან მეოცნებეები რეალისტები ხდებიან - .რეალისტები კრიტიკოსები და ასე • -- : ,ბოლოს იმართება პრეზენტაცია წარადგენენ ნამუშევრებს რა იოცნებეს .შემდეგ როგორ გამოხშირეს და დატოვეს რეალისტური ფაქტები ,კრიტიკოსების როლში კი კიდევ უფრო დააზუსტეს რისი განხორციელება .შეიძლება და რისი არა ამას შეძლებისდაგვარად ასაბუთებენ .არგუმენტებით • .მასწავლებელი შეაჯამებს და შეაფასებს
  1. 13. სიტუაციური თამაში :სიტუაციური თამაში შეიძლება მივცეთ შემდეგი სახით დავალება -- , .წარმოიდგინეთ რომ სეირნობთ ქარიან და წვიმიან ამინდში • .მოსაფიქრებლად ეძლევათ დრო • ,პირველი ჯგუფი წარმოადგენს პანტომიმას მეორე და მესამე .ისაუბრებენ დაკვირვების შედეგებზე • ,შემდეგ მასწავლებელი სამივე ჯგუფს მისცემს დავალებას აღწერონ , (სიტუაცია ან შეასრულონ წერითი დავალება შეიძლება შეადგინონ ).მოთხრობა ,მეთოდი ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას მასწავლებლისა ,და მოსწავლეების თანამშრომლობას მასწავლებლის დასახული .მიზნის მიღწევას
  1. 14. შეჯამება • ,ამრიგად ამ მეთოდებისა და მრავალი სხვა სტრატეგიის გამოყენებით მასწავლებელი შეძლებს .ეფექტურად დაგეგმოს გაკვეთილები • .გაამრავალფეროვნოს სწავლების პროცესი • ,ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას -ცოდნის შეძენასა და სხვადასხვა უნარ ჩვევის .ჩამოყალიბებას
  1. 15. წარმატებებს !გისურვებთhttp://gesj.internet-academy.org.ge/download.php?id=2728.pdf&t=1

9 апр. 2016 г.

როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი


უახლესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე: კომუნიკაციაზე, თანამშრომლობაზე, სწავლაზე, სწავლებაზე. ყოველივე ამან ახალი ტერმინოლოგიის ათვისების და გამოყენების საჭიროება გამოიწვია.
თუ ჩვენ გუგლის გამოყენებით მოვძებნით ტერმინს, ან ამაზონზე წიგნებში მოვიძიებთ „მე-20 საუკუნის მასწავლებელი“ ან „მე-19 საუკუნის მასწავლებელი“ – ვერ ვიპოვით ასეთი ტერმინის განმარტებას. თუ 21-ე-ს მოვძებნით, ვიპოვით სხვადასხვა შედეგს: 21-ე საუკუნის უნარები, 21-ე საუკუნის სკოლა, 21- საუკუნის განათლება, 21-ე საუკუნის მასწავლებელი.
აშკარაა, რომ 21-ე საუკუნე სხვა ფენომენია და სწავლა სულ სხვა, ისეთი პრინციპებით ხდება, რომელიც აქამდე არ გამოუყენებიათ. და მაინც რას გულისხმობს 21-ე საუკუნის მასწავლებელი?
მაშ ასე, 15 მახასიათებელი: 
1.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და ინდივიდუალურად მიცემული ინსტრუქციები – რადგანაც მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული პიროვნული თვისებები, მიზნები, საჭიროებები ამიტომ, მათ უნდა მივცეთ ინდივიდუალური ინსტრუქციები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
2. მოსწავლეები, როგორც მწარმოებლები – დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს დაურეკონ, შეტყობინება გაუგზავნონ. ამავე დროს, მათ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბლოგები, ვიდეოები, წიგნები და შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვებს.
3. ახალი ტექნოლოგიების ათვისება – იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი მასწავლებელმა უნდა იცოდეს ტექნოლოგიები და უნდა ეცნობოდეს მათ განვითარებას მუდმივად. გთავაზობთ ვებ-გვერდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებასwww.lynda.com და მათ გამოყენებას.
4.იყავი გლობალური – ჩვენ დროში სირცხვილია, მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნის გამოყენებით ვასწავლოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების,  კულტურების და ადამიანების შესახებ, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ასწავლეთ მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრის საშუალება. ეს მათ ძალიან მოეწონებათ.
5.იყავი მოქნილი და გამოიყენე სმარტფონი – უთხარით თქვენს მოსწავლეებს, რომ არ იცით გუგლის გამოყენება და დაელოდეთ მათ რეაქციას. თუ თქვენ მოსწავლეებს მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მოწყობილობები, ეს მათ დაეხმარება ამ მოწყობილობების დანიშნულების უკეთ აღქმაში.
6.ბლოგინგი – გამოიყენეთ ბლოგები წერისთვის, ეს გააუმჯობესებს მათ წერით უნარებს.
7.იყავი ციფრული – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აგარიდებთ ბევრ ფურცლებს. მიეცით საშუალება მოსწავლეებს ტექნოლოგიები აითვისონ და გამოიყენონ.
8.თანამშრომლობა – ტექნოლოგიების გამოყენებით თანამშრომლობა ხდება მაშინ, როც ამასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან პრეზენტაციას, ვიდეოს, ციფრული რესურსს და პროექტებს. ასევე დოკუმენტები გაცვლა-გამოცვლა ელქტრონული ფოსტით.
9.გამოიყენე ტვიტერის ჩატი – ტვიტერის ჩატში მონაწილეობის მიღება, ყველაზე მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა, რომ კომუნიკაცია განვავითაროთ. ასევე სასარგებლოა პროფესიული განვითრებისთვის.
10.დაკავშირება – დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მოვძებნოთ ყველა, ყველგან, ყოველთვის. დავუკავშირდეთ მათ სოციალური მედიის გამოყენებით: Follow, Join.
11.პროექტზე დაფუძნებული სწავლება – დღეს მოწავლეებს არ სჭირდებათ მხოლოდ სახელმძღვანელოები, მათ შეუძლიათ მოიძიონ, შექმნან და მისცენ პროექტს საბოლოო სახე. მასწავლებელი მათ სჭირდებათ მხოლოდ იმისათვის, რომ მითითება მისცეს და გიდის ფუნქცია შეასრულოს.
12.შექმენი შენი საკუთარი ციფრული ფეხის ნაკვალევი – დღეს მასწავლებლი არის მოდელი სოციალური მედიის გამოყენების პროცესში, ის ტვირთავს ფოტოებს, აზიარებს ინფორმაციას, საკუთარ აზრებს. ამ ყველაფრის სწორად გამოყენება საკლასო ოთახში მოსწავლეებს დაეხმარება ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში.
13.კოდირება, გაშიფვრა – თუ მე-20 საუკუნის მასწავლებლისთვის მთავარი იყო კალამი და ფანქარი, დღეს 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის „კალამი და ფანქარი“ არის კომპიუტერი. ვებ-გვერდის გაშიფვრა საოცრად საინტერესოა – HTML ეს არის გასაოცარი.
14.სიახლეთა დანერგვა – საკლასო ოთახში საიხლეების დანერგვა ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით. გამოიყენეთ TED https://www.youtube.com/user/Tedpyc -ის საუბრები და დანერგეთ აქტივობები საკლასო ოთახში.
15.გაგრძელე სწავლა – დღის განმავლობაში თუნდაც 20 წუთი დაუთმე სიახლეების გაცნობას, ეს უკვე დიდი საქმეა.
გისურვებთ ბედინიერ 21-ე საუკუნის სწავლებას. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაწრებებიც.


წყარო: edutopia

7 янв. 2015 г.

უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?


უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?
როგორც კვლევებმა აჩვენა, მშობლის ჩარევას ბავშვის საშინაო დავალების მომზადების პროცესში აქვს ძალიან დადებითი გავლენა მათი სწავლის ხარისხის ზრდასა და განვითარებაზე. თუმცა მშობლების ჩარევა სულაც არ გულისხმობს, რომ იდგეთ მუდამ თქვენი ბავშვის გვერდით,როცა ის მათემატიკის ამოცანას ხსნის ან, თუნდაც მოსაზრებას წერს წაკითხული წიგნის შესახებ – საშინაო დავალების კეთების ზედამხედველობას სულაც არ აქვს პოზიტიური ეფექტი.

ეს გახლავთ კარლ კორტერის კვლევის შედეგი, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორია. მან გადაწყვიტა გამოეკვლია მშობელთა ჩართულობის შედეგები ბავშვის საშინაო დავალების კეთების პროცესში.

„ძირითადი,რაც კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ მშობელთა ჩარევას საშინაო დავალებების კეთების პროცესში,ფაქტიურად უმნიშვნელო შედეგი აქვს“, – ამბობს კარლი. ამიტომ, მისი რჩევით, უმჯობესია მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საშინაო დავალებების კონტროლისგან, საპრეზენტაციო ტექსტის შესწორებისგან ან თუნდაც კლასისთვის მოსამზადებელი პროექტის შეფასებისგან, რადგან ეს სრულებითაც არ ეხმარება ბავშვს განვითარებაში. 
აბა, რა შეუძლია მშობელს გააკეთოს იმისათვის,რომ თავისი შვილი იყოს კლასში წარმატებულლი?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
კვლევებმა აჩვენეს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორი ტიპის ჩარევა შეიძლება იყოს პოზიტიური ბავშვის განვითარებისთვის:

ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენს შვილს,რომ მისგან ელით საუკეთესოს;
ესაუბრეთ თქვენს შვილს სკოლის შესახებ;
დაეხმარეთ,რომ განივითაროს პოზიტიური დამოკიდებულება და სამუშაო უნარ-ჩვევები;
წაიკითხეთ წიგნი თქვენს შვილთან ერთად;
მშობელი სიახლოვეს უნდა იყოს, მაგრამ თავზე არ უნდა ედგეს და ბრძანებებს არ უნდა გასცემდეს, ასე თავადაც დაზოგავს ნერვებს და ბავშვსაც მეტი დამოუკიდებლობისკენ უბიძგებს.

მოლოდინი

„როდესაც მშობლები ეუბნებიან თავიანთ შვილებს,რომ მათგან ელოდებიან მაქსიმუმს და წარმატებას,მათი შვილები ყოველთვის მეტად ინდომებენ სწავლას“, – ამბობს კარლი.

რჩევები:
მიახვედრეთ თქვენს შვილს, რომ მისი კარგი შედეგი სკოლაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
უთხარით თქვენს შვილს,რომ გჯერათ მისი შესაძლებლობების;
გაამხნევეთ და უთხარით, რომ ის შეძლებს თავისი ოცნებების განხორციელებას;

როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჯენეტ პელეტიერი ამბობს, მშობლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც პატარა ბავშვს შეუძლია გაიზიაროს იდეები და გამოთქვას თავისი აზრი.

„ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა, რომლის განვითარებას ხელი უნდა  შეუწყოთ, – ამბობს ჯენეტი. - თქვენი შვილის გამოცდილების გამოვლენის მიზნით, ჰკითხეთ მას ამ გამოცდილების შესახებ და თან ეცადეთ საუბარში გამოიყენოთ თქვენი ბავშვისთვის უჩვეული სიტყვები. გქონდეთ მოლოდინი,რომ თქვენი შვილი მიაღწევს წარმატებას, რაშიც მისი თვალსაწიერის გაფართოება დაგეხმარებათ“.

ესაუბრეთ სკოლის შესახებ

თქვენს შვილთან საუბარს იმის შესახებ, თუ რა მოხდა სკოლაში, ძალიან დიდი გავლენა აქვს სკოლაში მის წარმატებაზე.
ჰკითხეთ თქვენს შვილებს, რა მოხდა სკოლაში, თანმიმდევრულად მოაყოლეთ - ეს დაეხმარება განივითაროს თანმიმდევრული აზროვნება. ამასთანავე აძლევს ინფორმაციას მშობელს, თუ როგორ გარემოში ვითარდება მისი შვილი.

ჰკითხეთ ბავშვებს:

დღის რომელი ნაწილი მოგეწონა ყველაზე მეტად?
რა მოხდა კარგი დღეს?
რამე ცუდი ხომ არ მოხდა?
შეგიძლია მაჩვენო რაზე მუშაობთ სკოლაში?

განუვითარეთ პოზიტიური დამოკიდებულება/სამუშაო უნარ-ჩვევები

„მშობლების ძირითადი საზრუნავი უნდა იყოს, რომ განუვითაროს ბავშვს სწავლის მიმართ დამოკიდებულება და სამუშაო უნარ-ჩვევები, და არა ის, რომ „ასწავლოს“ ბავშვს ან მის ნაცვლად ისწავლოს", – ამბობს კარლი.

მიზანი არის ის, რომ ბავშვი მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახდეს და ჰქონდეს შესაძლებლობა, დაგეგმოს და პასუხი აგონ თავის გაკეთებულ საშინაო დავალებაზე. თუმცა ამის მაგალითიც მშობელი უნდა იყოს, რომელიც თავის საქმეს ასეთივე პასუხისმგებლობითა და სიბეჯითით უნდა ეკიდებოდეს.
მშობლებმა უნდა ესაუბრონ თავიანთ პასუხისმგებლობებზე და თუ როგორ უმკლავდებიან მათ. მაგალითად, უთხარით: „მე შეხვედრა ხმაქვს ვალ და აუცილებლად უნდა წავიკითხო ხვალამდე. შენ შენი დავალება გააკეთე, სანამ მე ჩემსას გავაკეთებ.“

წაიკითხეთ თქვენს ბავშვთან ერთად
ასევე ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც აქვს 3-ქულიანი შეფასება, მშობლები არ უკითხავენ წიგნს და არც არასდროს წაუკითხავთ.
მშობლებმა უნდა წაუკითხონ ბავშვს წიგნი იმ ენაზე, რომელიც ყველაზე კარგად ესმით და საამისოდ სულაც არაა აუცილებელი, მშობელი ძალიან განათლებული იყოს. უბრალოდ საჭიროა წაიკითხოთ წიგნი თქვენს შვილთან ერთად და ისაუბროთ იმის შესახებ, თუ რას ეხებოდა ეს ნაწარმოები. შეაყვაროთ კითხვა და ასწავლოთ წაკითხულის გააზრება.

სალომე აფციაური

სასკოლო კვლევების ცენტრი

13 нояб. 2014 г.

წაკითხულის დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი

2011 წელს Purdue-ეს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ჯეფრი კარპიკმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომლის მიხედვითაც წაკითხულის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი ე.წ. აქტიური გახსნებაა (active recall), რაც გულისხმობს გონების აქტიურ სტიმულირებას სწავლის პროცესში. მაგალითად, როცა კითხულობთ ტექსტს ჯორჯ ვაშინგტონზე ნაცვლად იმისა, რომ მრავალჯერ წაიკითხოთ უმჯობესია, ერთხელ ყურადღებით წაკითხვის შემდეგ გადადოთ წიგნი და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვები წაკითხულიდან. მაგალითად, ვინ იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი? და ასე შემდეგ. 
კვლევა ასკვნის, რომ ამა თუ იმ ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა სულაც არ ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგამახსოვდება წაკითხული. ამისთვის საჭიროა ავარჯიშო გონება, გაიხსენოს ის, რაც თუნდაც ერთხელ წაიკითხე. განათლების ექპერტებს, ტრადიციულად, მიაჩნიათ რომ წაკითხულის დასამახსოვრებლად საჭიროა კარგად გაიგო ტექსტი და კითხვისას გამოიყენო ე.წ. Concept mapping მეთოდი, რაც გულისხმობს კითხვის დროს ვიზუალიზაციას – გრაფებისა და ჩანაწერების კეთებას. ჯეფრი კარპიკმა ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ერთმანეთს შეადარა ე.წ. ზემოთხსენებული ორი მეთოდი. ექსპერიმენტი შემდგომში მდგომარეობდა:
ორასს სტუდენტს დაევალა წაეკითხა და ესწავლა გარკვეული ტექსტი. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა სწავლისას გამოიყენა Concept mapping მეთოდი, მეორემ active recall. სწავლის პერიოდში გამოკითხვისას სტუდენტების ორივე ჯგუფმა ერთი და იმავე მოცულობის ინფორმაცია გაიხსენა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სტუდენტების ჯგუფმა, რომელიც იყენებდა active recall-ის მეთოდს 50 პროცენტით მეტი ინფორმაციის გახსენება შეძლო. პროფესორის თქმით ცუდი არაფერია Concept mapping მეთოდში, თუმცა მეორე მეთოდის უპირატესობა ნათელია.
“ახლა ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ ყველაზე ეფექტური გზები ამ მეთოდის აქტიურად დასანერგად.” – ამბობს იგი.
გამოგზავნი/ავტორი: სასწავლო კვლევების ცენტრი rcs.ge

3 нояб. 2014 г.

ტექნოლოგიები და სწავლის მეთოდები თანამედროვე ცხოვრებაში


p0296dxx
შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას გააუმჯობესოსსწავლის გზები და აზროვნება? Google-ხელმძღვანელობა კვლევების შედეგადამტკიცებსრომ ჩვენ ახლა სწავლების ახალეპოქაში ვცხოვრობთჩვენი აღმოჩენითტექნოლოგიები გულმავიწყობას უწყობს ხელსახალგაზრდებშირადგან ისინი აღარ იყენებენმეხსიერებას“. მეცნიერმებმა ისაუბრეს ახალიტექნოლოგიების შესახებადამიანებიისმენენ ძალიან ბევრ რამესმაგრამ მათგანძალიან ცოტას თუ იმახსოვრებენზოგადადმათ არაფერი არ იციანმათ ჩვევიათ დაანახონ სხვას სიბრძნერომელიც მოკლებულია რეალობას.“
2000 წლის შემდეგ ტექნოლოგიები შეცვლილიაFacebook, სმარტფონები და ვიდეო თამაშები სავარაუდოდცუდ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე რადგან ის აზიანებს ჩვენს კონცენტრაციის უნარს.
არ ვდავობთ იმაზერომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბევრი ნაკლოვანება აქვთმაგრამ რეალურადძალიან ცოტა მტკიცებულებაარსებობს იმაზერომ კომპიუტერები აზიანებენ ჩვენს ტვინსმიუხედავადიმისარომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა უარყოფითი შედეგები მოიტანა და გავხდით უფროგულმავიწყები,  არის მოსაზრებარომ თანამედროვეობამ უფრო ჭკვიანებიც გაგვხადა.
ტექნოლოგიების პოტენციალს  ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გაზრდის კუთხით, Google-ის ვიცეპრეზიდენტAlfred Spector დააკვირდამან 21 ოქტომბერს, New York-ში მსოფლიოს უკეთესობისკენშეცვლის სამიტზე მოხსენება წაიკითხამან ხაზგასმით აღნიშნარომ უბრალო აპლიკიაციებსაც კი შეუძლიაშეცვალონ შეხედულება და მსჯელობა იმ საკითხებზერომლებსაც ვსწავლობთ და რომელზეც ვფიქრობთ. „როდესაც ჯერ კიდევ კოლეჯის პირვეკლურსელი ვიყავითითქმის ყველა ახალი ტექნოლოგიურიინფორმაცია იყო მილიონჯერ უფრო უკეთესივიდრე მე ვფიქრობდისწორედ ეს არის იმ ფაქტისდაჯერების მიზეზი,რომ თანამედროვე ტექნოლოგიებიგავლენას მოახდენს განათლებაზე.“
ზოგიერთი ენთუზიაზმით სავსე მოსწავლისთვის უკვე დაიწყო რევოლუციაგასული რამდენიმე წლისმანძილზე სხვადასხვა აპლიკაციების აღზევება გვეხმარებაძალისხმევის გარეშე შევისრუტოთ სიახლეებიჩვენსირგვლივმაგალითისთვის Dualingo  აპლიკაციასრომელიც გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთუცხო ენები თამაშების მეშვეობითუკვე ჰყავს 40 მილიონამდე მომხმარებელიმეორეს მხრივ აპლიკაციებიCerego და Memrise მიზნად ისახავენ გვასწავლონ უფრო ზოგადი საკითხებირომლებიც ეფუძნება სწავლისდა ინფორმაციის ათვისების ზრდის ხელშეწყობას.
p0296j3mეს შეიძლება იყოს მხოლოდ აისბერგისმწვერვალითუ ტექნოლოგია რამდენიმეძირითადი პრიციპის გამოყენებით იმუშავებს“ -განაცხადა Spector-მაუპირველეს ყოვლისა,კვლევები აჩვენებს რომ თუნდაც საშუალოდონის სტუდენტებს შეუძლიათ გახდნენ იმსაუკეთესო მოსწავლეების ნაწილი,  თუ მათგააჩნიათ ადაპტირებული სწავლის მეთოდებიმორგებული თავიანთ შესაძლებლობებსა დაპოტენციალზე. „თუ ტექნოლოგია იქნებასაშუალებარომ თითოეულ სტუდენტს მასზე მორგებული მოდელით ვასწავლოთმაშინ უკვე შეგვიძლიაწარმოვიდგინოთ უდიდესი გაუმჯობესებები განათლების სისტემაში“- აცხადებს  Spector.
ფაქტიურად, Memrise და Cerego აპლიკაციები უკვე იყენებენ ამ სტრატეგიასთუმცა მათაც სჭირდებადახვეწარაც დროთა განმავლობაში აუცილებლად მიიღწევააღსანიშნავიარომ დროდადრო ისუპირატესობარაც მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ქონდათ განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ,გლობალური ხდება.
Spector-მა ასევე აღნიშნარომ დიზაინერები უკვე მუშაობენ ისეთი პრუდუქტების შექმნაზე,რომელიცსწავლის პროცესს გახდის სახალისოს და სტუდენტებისათვის მომაბეზრებელი არ იქნებაადამიანებითამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს საათების განმავლობაში და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება თამაშისპროცესშიც მიიღონ რაიმე სახისგანათლება.p0296dq1
აღსანიშნავია სოციალური ქსელებიც ხელსუწყობს სტუდენტების ურთიერთობებს,მათი გამოცდილებების გაზიარებასერთმანეთთან და სიახლეების შესწავლას.თავად მეც ძალიან ბევრი ვისწავლე ჩემიფაკულტეტის ახალგაზრდასტუდენტებისგანაღსანიშნავია ისიცრომარსებობს აპლიკაცია Memrise, რომელიცკარგი საშუალებაა გამოცდილების გაზიარებისთვის“ - განაცხადა Spector-მა მსოფლიოს შეცვლის იდეებისკონფერენციაზე.
Spector აცხადებსრომ ეს ყველაფერი შესაძლოა ცოტა არარელურად ჟღერდეს და მხოლოდ ძლიერიენთუზიაზმის მქონე ადამიანები მოხიბლოსთუმცა ტექნოლოგიების სწორი მიწოდებით სასურველიმიზანი აუცილებლად მიიღწევა.
მას სჯერარომ ეს ყველაფერი ძირფესვიანად შეცვლის ჩვენს საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც კითუსკოლების აუცილებლობის საკითხს ეჭვქვეშ დავაყენებთ.  ადრე ვალდებულები ვიყავით წავსულიყავითსკოლაში ფორმალური განათლების მისაღებადარ გვქონდა განათლების მიღების ალტერნატიულისაშუალებაახლა კი გვაქვსსავარაუდოარომ  უნივერსიტეტებში სწავლის დამთავრება შეძლოთდისტანციური სწავლების მეთოდითრაც უფრო ინდივიდუალურად მორგებულ სწავლების მეთოდსგულისხმობსრომელიც თავიდან აგვარიდებს არასაინტერესო საგნების სწავლას.
Spector აღნიშნავს რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ნაკლოვანებები და მოულოდნელობებიც თან ახლდეს,თუმცა ის მცირე მსხვერპლირაც ამ ყველაფერს თან ახლავსყველა ადამიანმა გაცნობიერებულად უნდაგაიღოს და იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ.
თინეიჯერებს,რომელთაც აქვთ წვდომა სმარტფონებთან და ინტერნეტთანაქვთ გაცილებით მეტისაშუალება ჰქონდეთ იმაზე მეტი განათლებავიდრე ჰქონდათ პრეზიდენტებს რამდენიმე ათეული წლისწინათმთავარია თითოეულმა მათგანმა გააცნობიეროს ეს და თანამედროვე ტექნოლოგიები სწორადგამოიყენოს.

წყარო:
BBC